შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ამჟამად, დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.