ავტორი:

ალესანდრა ამბროსიო დაინიშნა - სუპერმოდელი რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს

ალესანდრა ამბროსიო დაინიშნა - სუპერმოდელი რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს

ბრაზილიელი სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო თითქმის ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ბაკ პალმერზე დაინიშნა. 45 წლის მოდელმა სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში თავად გააზიარა და ნიშნობის რომანტიკული კადრები გამოაქვეყნა.

  • "ამ ცხოვრებაში და ყველა ცხოვრებაში შენ აგირჩევდი. სამუდამოდ შენი ვიქნები, ჩემო სიყვარულო“, - დაწერა ამბროსიომ.

  • ამბროსიოსა და პალმერის ურთიერთობის შესახებ პირველად 2024 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ისინი მაიამიში, Art Basel-ის ღონისძიებაზე, ერთად გამოჩნდნენ. 2025 წლის მარტში კი მოდელმა Us Weekly-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყვილს ერთად ყოფნა და ყოველდღიური ცხოვრებით ტკბობა განსაკუთრებით უყვარს.

"ჩვენ გვიყვარს ერთად ცხოვრება, დროის გატარება და ყველა წვრილმანით ტკბობა“, - ამბობდა მაშინ ამბროსიო.

ამბროსიოს ყოფილი პარტნიორის, ჯეიმი მაზურისგან ორი შვილი ჰყავს - 17 წლის ანია და 14 წლის ნოე.

წყარო