ავტორი:

"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" - ირაკლი კობახიძე ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას ადასტურებს

"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" - ირაკლი კობახიძე ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას ადასტურებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა. მისი განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ ბიზნესმა შეიტანა.

  • ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, თუ მომავალშიც იქნება საშუალება, რომ იქ მცხოვრებ ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ, ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ოღონდ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოების ფარგლებში.

“ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის „ოკუპაციის შესახებ“ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში.

რაც შეეხება საწვავის შეტანას, ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც იმის საშუალება, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას, შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, მომავალშიც გავაკეთებთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.