აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კერძოდ, ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო, ბრალდებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს, კობა ფარტენაძემ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რაზეც მან შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.