ავტორი:

ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პილოტის მგზავრები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ - ინდური მედია “Air India“-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალებს აქვეყნებს

ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პილოტის მგზავრები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ - ინდური მედია “Air India“-ს  რეისზე  მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალებს აქვეყნებს

გამოძიების თანახმად, “Air India“-ს თვითმფრინავის პილოტი, რომლის რეისმაც მკვეთრი ტურბულენტობა განიცადა და მგზავრების დაშავება გამოიწვია, ფრენისას მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

Airbus A320, რომელიც დელის მიმართულებით მიფრინავდა, სამშაბათს, 4 აგვისტოს, ტაილანდის კუნძულ ფუკეტიდან აფრენიდან დაახლოებით 90 წუთში ტურბულენტობაში მოჰყვა.

რეის AI2379-ის 134 მგზავრმა სიმაღლის მკვეთრი ვარდნა იგრძნეს, რის გამოც იმ პირებმა, ვისაც უსაფრთხოების ღვედები შეკრული არ ჰქონდათ, ჭერს თავი მიარტყეს.

ინციდენტის შედეგად სულ მცირე 12 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაშავდა.

ინდურმა საინფორმაციო სააგენტო NDTV-მ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ პილოტი ფრენისას მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მოგვიანებით გაკეთებული ნარკოტესტი ორჯერ ჩააგდო.

თვითმფრინავი საკრუიზო სიმაღლეზე იმყოფებოდა, როდესაც ძლიერ ტურბულენტობაში მოჰყვა, რამაც ხომალდის სალონის ინტერიერიც კი დააზიანა.

ირკვევა, რომ როდესაც განგაშის სიგნალი ჩაირთო და ეკიპაჟს სიმაღლის დაკარგვის შესახებ აცნობა, თავად პილოტი კაბინის იატაკზე იჯდა. ფეხზე დგომა მან მოგვიანებითაც ვერ შეძლო, რის გამოც გადაადგილებისას გამომძიებლების დახმარება დაჭირდა.

ერთ-ერთმა მგზავრმა გაიხსენა რომ პილოტს ნარკოტიკული თრობა აფრენამდეც ეტყობოდა . თუმცა მან მგზავრებს სთხოვა, რომ არაფერი გადაეღოთ.

ავიაკომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მათი მთავარი პრიორიტეტია და დაზარალებულებს “საჭირო მხარდაჭერას“ გაუწევენ. მათ ასევე დასძინეს, რომ “Air India“ გამოძიების ფარგლებში ხელისუფლებასთან სრულად ითანამშრომლებს.

წყარო