2025 წელს საქართველოში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 560 მძღოლს ამოეწურა, ეს კი 200%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ მართვის მოწმობაზე ქულების 186 პირს გაუნულდა.
ცნობისთვის, საქართველოში მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს 100 ქულა ენიჭება. მძღოლს პოლიციის მიერ დაფიქსირებული სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ინდივიდუალური რაოდენობის ქულა აკლდება. მაგალითად, მართვის მოწმობაზე ქულა აკლდებათ სიჩქარის გადაჭარბებაზე, წინა სავარძელზე მგზავრის მიერ ღვედის გაუკეთებლობაზე, მართვისას მობილურზე საუბარისას და ა.შ.
თუ ქულები ნულამდე ამოიწურება, მძღოლს ეკრძალება ავტომობილის მართვა. მართვის უფლების დასაბრუნებლად კი აუცილებელია პრაქტიკული და თეორიული გამოცდების თავიდან ჩაბარება. განგარძეთ კითხვა >>>