სახელმწიფო ანსამბლის სახელით მე არასდროს წავალ რუსეთში, რადგან ვთვლი, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია , - ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დირექტორმა და ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა განაცხადა.
„მინდა, პატივი მივაგო იმ გმირებს, ვინც თავი დადო საკუთარი ქვეყნისთვის და შეეწირა მეზობელი ქვეყნის მხრიდან წამოსულ აგრესიას. ისინი ჩვენი ეროვნული გმირები არიან და მე ვთვლი, რომ მეტი პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას.
მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ჩვენი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. არასდროს ყოფილა, ისტორიასაც რომ გადავხედოთ, არასდროს იყო მეგობრული საქართველოს მიმართ და ეს დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია. ერთიანობაა დარღვეული და აზრებია გაყოფილი, რაც ძალიან მტკივნეულია.
...ვინ რა უნდა მითხრას? მე ვარ სახელმწიფო ანსამბლი, თუ ვინმე რამეს მეტყვის, მეტყვის სახელმწიფო. მე ჩემი სახელმწიფოს ინტერესებს სულ დავიცავ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მის სათავეში. სახელმწიფო ანსამბლის სახელით მე არასდროს წავალ რუსეთში, რადგან ვთვლი, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ვთვლი, რომ არ არის კორექტული იქ გასტროლებით სიარული“, - განაცხადა ნინო სუხიშვილმა „ტვ ფორმულას“ ეთერში.