გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამიანი

გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამიანი

კურორტ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი გზიდან ხევში გადავარდა.

როგორც Ambebi.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპულია 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ტურისტებით იყო სავსე.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.