ავტორი:

“ხელის მტევანი ფაქტიურად ძაფზე ეკიდა“ - აშშ -ში ალიგატორი კიდევ ერთ ადამიანს დაესხა თავს

“ხელის მტევანი ფაქტიურად  ძაფზე ეკიდა“ - აშშ -ში ალიგატორი კიდევ ერთ ადამიანს დაესხა თავს

58 წლის დინა სპანი შაბათს ნაშუადღევს, ფლორიდაში, მარიონის ოლქში მდებარე მდინარე სილვერზე ოჯახთან ერთად ნავით სასეორნოდ, როდესაც ტრაგედია დატრიალდა.

დინას შვილის ზაკ გერინას თქმით, დინა ორ მოზარდ ნათესავთან და მისი ძმის შეყვარებულთან ერთად მდინარეში იყო ჩასული საბანაოდ, რა დროსაც მათ ქვეწარმავალი დაესხა თავს.

“დედაჩემი ყველაზე წინ იმყოფებოდა, ამიტომ ალიგატორი მას ეძგერა, დინა მის მოგერიებას ჯოხით შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ალიგატორი მარჯვენა მკლავში ჩააფრინდა, მიუხედავად ამისა დინა არ დანებდა, ცდილობდა მისთვის პირი შეეკრა და ფეხებზე კბენა აერიდებინა," - ყვება ზაკი მედიასთან საუბარში.

საბოლოოდ ქალი მტაცებელს გამოგლიჯეს, რის შემდეგაც ის თავის ფეხით გავიდა ნაპირზე, მიუხედავად იმასა, რომ გარშემომყოფების თქმით “ხელის მტევანი ფაქტურად რამდენიმე ძაფზე ეკიდა“. მათი თქმით, ქალს საოცრად მშვიდად ეჭირა თავი.

დაზარალებული სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

დინა სპანმა მარცხენა ხელზე არათითი დაკარგა, ექიმებს ასევე მისი მარჯვენა მკლავის იდაყვს ქვემოთ ამპუტაცია მოუხდათ.

მიუხედავად იმისა, რომ მდინარეში ცურვა აკრძალულია, გერინა მომხდარში ტურისტებს ადანაშაულებს, რომლებიც ალიგატორებს ძალიან უახლოვდებიან, ეფერებიან და კვებავენ კიდეც.

წყარო