ევროპის სუპერთასზე პსჟ-მ "ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა. პარიზელების მხრიდან ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. კვარა ლუის ენრიკმე 88-ე წუთზე შეცვალეს. "პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დეზირე დუე დაასახელეს.
Whoscored: საფონოვი 6.9, ჰაკიმი 7.2, მარკინიოსი 6.8, პაჩო 7.5, მენდეში 7.6, ზაირ-ემერი 6.8, ვიტინია 6.4, ნევეში 6.8, აკლიუში 6.3, კვარაცხელია 7.5, დუე 8.0, დემბელე 6.9, ფაბიან რუისი 6.0, ერნანდესი 6.0, მეილიუ 6.1, ბერალდო 6.1.
Sofascore: : საფონოვი 7.0, ჰაკიმი 6.9, მარკინიოსი 6.9, პაჩო 7.3, მენდეში 7.6, ზაირ-ემერი 7.0, ვიტინია 7.3, ნევეში 7.0, აკლიუში 6.5, კვარაცხელია 8.3, დუე 8.3, დემბელე 6.9, ფაბიან რუისი 6.5, ერნანდესი 6.7, მეილიუ 6.6, ბერალდო 6.8.
Flashscore: საფონოვი 7.1, ჰაკიმი 6.9, მარკინიოსი 6.8, პაჩო 7.9, მენდეში 7.4, ზაირ-ემერი 7.2, ვიტინია 7.4, ნევეში 7.2, აკლიუში 6.5, კვარაცხელია 7.8, დუე 7.8, დემბელე 7.6, ფაბიან რუისი 6.5, ერნანდესი 6.2, მეილიუ - შეფასების გარეშე, ბერალდო - შეფასების გარეშე.
"კვარაცხელიას გავლენა თამაშზე უბრალოდ საოცარია, ის შესანიშნავი იყო "ნაპოლიში" ორი წლის წინ და შესანიშნავია ახლა პსჟ-ში. ის საოცარ ფორმაშია და დღეს ეს ყველამ დაინახა. ისეთი გოლი გაიტანა, როგორებიც ხშირად გააქვს. ვცადეთ, რომ ეს არ დაგვეშვა, მაგრამ ფანტასტიკური დარტყმა აქვს. რა თქმა უნდა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის (ვის მისცემენ ოქროს ბურთს), თუმცა ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია", - თქვა უნაი ემერიმ.

პსჟ-სთან ერთად ამ გამარჯვებით კვარაცხელია კარიერაში მორიგ ტიტულს დაეუფლა და ევროპის სუპერთასის ოგზის მფლობელი გახდა. სტადიონზე მას მეუღლე ნიცა თავაძეც გულშემატკივრობდა.

