2024 წლის ოქტომბერში უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებულ დები, ნიაკო და თათული ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში არიან. მათი ამბავი ყველამ გულთან მიიტანა და ყველა ელოდება ულამაზესი გოგონების სრულად გამოჯანმრთელებას.
ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არა ერთი ოპერაცია დასჭირდათ და მთელი საქართველო ლოცულობდა მათთვის. უფლის წყალობით და ქართველი ექიმების დამსახურებით, გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. ეს არ იყო ადვილი, გოგონებმა სამი თვე კლინიკაში გაატარეს.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას გოგონების მდგომარეობაზე. ისინი უკვე საქართველოში, სახლში არიან და რეაბილიტაციის პროცესს გადიან.
ავარიაში მონაწილე მძღოლი ამ დრომდე არ იყო დაკავებული. სასამართლო პროცესი, რომელსაც გოგონების დედა განსაკუთრებულად ელოდებოდა, გუშინ გაიმართა.
"12 აგვისტო. ჩემი გოგოების სამართალმა პური ჭამა. უდიდესი მადლობა #ლევან დარბაიძეს მოსამართლემ რომელმაც მართლაც რომ სამართლიანი გადაწყვეტიკება მიიღო. 4 წელი და 6 თვე. პროკურორი,ქალბატონი #შორენა მგალობლიშვილი..ორიოდე სიტყვას ვიტყვი.
როგორც თავისი საქმის მართლაც პროფესიონალი.ასევე ადამიანი ქალი და დედა სამაგალითო და კიდევ და კიდევ გეტყვი ვამაყობ თქვენი გვერდში დგომისთვის და მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის.
ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში. ბავშვებს აბრალებდა ბოლო წუთამდე რომ დაეჯახა. ყველა ბრძოლას სამართლიანად მოვიგებ.ეს იქნება ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური. ჩემი სიმართლე და ჩემი დედობა და ქალობა ჩემი ყველაზე დიდი სიმამაცე და სიძლიერეა" - დაწერა გოგონების დედამ სოფიო ხარშილაძემ.
გამომდინარე იქიდან, რომ ნაიკო და თათული ამ დრომდე გადიან რეაბილიტაციის კურსს, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ოჯახს სჭირდება საზოგადოების გვერდში დგომა:
პირადი ნომერი: #26001036554 (ი.ს)
BOG (საქართველო) ანგარიში: GE20BG0000000605380748
TBC (თიბისი) ანგარიში: GE88TB7011845064300097
დანიშნულებაში ჩაწერეთ: #მზისგოგონებს
PayPal/Wise: Imeda.sulaberidze@ciu.edu.ge