ავტორი:

დრონებით თავდასხმა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში - ხანძარი გაუჩნდა "გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

დრონებით თავდასხმა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში - ხანძარი გაუჩნდა "გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შემდეგ, "გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • დრონებით თავდასხმა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე "გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

თავდასხმა დაადასტურა ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმაც.

ხაბიროვის ცნობით, ერთ-ერთი დრონის ფრაგმენტები "გაზპრომის“ ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდა და ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შემდეგ, „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა