გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯამში, 17 მგზავრი დაშავდა.
ცნობისთვის, გვიან ღამით გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, რომელშიც ბელარუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 4 მგზავრი.
მიკროავტობუსს ქართველი მძღოლი მართავდა, რომელმაც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.