ავტორი:

"ადგილზე დალუქული ჭაა და დღეს მაგასაც ვეტყვი - ორმოა და მერე ჭა. ორმოდან რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია" - რას ამბობს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა

"ადგილზე დალუქული ჭაა და დღეს მაგასაც ვეტყვი - ორმოა და მერე ჭა. ორმოდან რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია" - რას ამბობს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა

სოფელ მლეთაში უკვე მეოთხე დღეა, რაც 12 წლის წინ დაკარგული, გურამ დადიანიძის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები სპეციალური ტექნიკით მუშაობენ.

როგორც გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, იმ ადგილის მიმდებარედ, საიდანაც არსებული ინფორმაციით დადიანიძე დაიკარგა, არის დალუქული ჭა.

"ადგილზე სრულად გადაატარეს სპეც მოწყობილობები, მაგრამ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, ახლა კი მიუვალ ადგილებზე მისასვლელად ტრაქტორები შეიყვანეს.

გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის, მითხრეს, გულში ისე რომ არ დაგრჩეს, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოიყვანენო. მეწყრის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია.

ადგილზე დალუქული ჭაა და დღეს მაგასაც ვეტყვი - ორმოა და მერე ჭა. ორმოდან რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენტებინა და რატომ? - ამბობს დაკარგულის დედა.

  • 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

შსს-მ რამდენიმე დღის წინ ძებნის სამუშაოები განაახლა იმ ტერიტორიიდან, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.