გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მიკროავტობუსის მძღოლი ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ცნობისთვის, გვიან ღამით გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ქართველმა მძღოლმა ტრანსპორტიდან გადახტომა მოასწრო.
შემთხვევის შედეგად 17 ბელარუსი ტურისტი დაშავდა, ოთხი ადამიანი კი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.