ავტორი:

"ფინალში ფეხები აღარ მემორჩილებოდა... ვერ შევძელი" - ლეო მესის ემოციური წერილი გარდაცვლილ მამას: რა კომენტარი დაუწერა მას რონალდუმ

"ფინალში ფეხები აღარ მემორჩილებოდა... ვერ შევძელი" - ლეო მესის ემოციური წერილი გარდაცვლილ მამას: რა კომენტარი დაუწერა მას რონალდუმ

კრიშტიანუ რონალდომ ლიონელ მესის მამის, ხორხე მესის გარდაცვალების შემდეგ თანაგრძნობა გამოუცხადა.

"გეხვევით ამ რთულ მომენტში, ლეო და შენს საყვარელ ადამიანებს, ძლიერი იყავი", - დაწერა რონალდუმ მესის მიერ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში.

  • ლეო მესის მამა, ხორხე მესი 68 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ლიონელ მესიმ მამის გარდაცვალების შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა.

"მამა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ წახვედი. ვერ ვაცნობიერებ, ან უფრო სწორად, არ მინდა გავაცნობიერო. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვეღარასდროს გნახავ, რომ ვეღარ ვისაუბრებთ. ვიცი, რომ იტანჯებოდი და ასე ჯობია, მაგრამ ძალიან მალე წახვედი. კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა, რითაც ერთად უნდა გაგვეხარა.

ასე ძალიან მთხოვდი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა. დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაგიუარესდა მდგომარეობა ყველაზე მეტად. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ტურნირს არ დაესწრებოდი, მაგრამ დედა მეუბნებოდა, რომ უკეთ გახდებოდი და შეძლებდი გამგზავრებას. მე კი გეუბნებოდი, რომ ფინალში გავიდოდით, რათა შენ წამოსვლა შეგძლებოდა.

ყოველ ჯერზე, როცა თამაში მთავრდებოდა, შენს შეტყობინებას ველოდი და მაკლდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სიტუაცია მართლაც ცუდად იყო. მიუხედავად ამისა, არ ვწყვეტდი ფიქრს იმაზე, რომ ჩემპიონატზე რაც შეიძლება შორს გავსულიყავით, რათა დრო მომეცა შენთვის და ერთი თამაში მაინც გენახა.

ფინალში გავედით, შენ კი ვერ დაესწარი. მისი მოგება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ამჯერად ვცადე ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების წინააღმდეგ წავსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. თავს კარგად ვერცერთი წამით ვერ ვგრძნობდი.

  • როცა ჩამოვედი, გეგონა, რომ ფინალი პენალტებით წავაგეთ. საერთოდ ვერაფერზე ვისაუბრეთ, რაც მოხდა. ვერაფრით ისიამოვნე. ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ არ იცი, როგორ ვტკბებოდით თითოეული თამაშით. კიდევ ერთხელ, მართალი იყავი: იქ უნდა ვყოფილიყავი და მეთამაშა.

ამას იმიტომ გიყვები, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაზეც ვერ ვისაუბრეთ, თორემ დანარჩენი ყველაფერი ისედაც იცი. ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობდით და ერთმანეთს ვხედავდით მაშინ, როცა ეს შესაძლებელი იყო.

არ ვიცი, შენ გარეშე რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება. მე უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობდი და ახლა საკმაოდ დიდი ეჭვი მაქვს, გავაგრძელებ თუ არა ამას კიდევ დიდხანს. შენ ჩემ გვერდით იყავი თავიდანვე და დასასრულამდე ასე ცოტა იყო დარჩენილი. რატომ არ გაძელი კიდევ ცოტა ხანს, რომ ერთად დაგვესრულებინა?!

ვიცი, რომ შენი ბედნიერება შენი ოჯახის, ცოლის, შვილების კარგად ყოფნა და რაც მთავარია (ისე, რომ სხვებმა არ გაიგონ), ჩემი თამაშის ყურება იყო...

ცხადია, არც ერთი თამაში არ გამოგიტოვებია. როგორ განიცდიდი ჩემს ყურებას და როგორ გსიამოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპლიმენტით არასდროს მანებივრებდი.

შენ იყავი მამა, მეგობარი და წარმომადგენელი. ნებისმიერ მომენტში ყოველთვის ის ადამიანი იყავი, ვინც უნდა ყოფილიყავი და არასდროს არაფერში შეგშლია. გარკვეული საყვედურებისა თუ კამათის მიუხედავად, ყოველთვის მართალი იყავი. საბოლოოდ ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც შენ იტყოდი.

ძალიან მომენატრები, მაგრამ მუდამ ჩვენთან იქნები, განსაკუთრებით კი ჩემი შვილების აღზრდაში, რადგან მათ ისე ვასწავლი და ვზრდი, როგორც თქვენ მზრდიდით მე.

განისვენე მშვიდად და ზემოდან მოგვხედე, როგორც ამას აქ აკეთებდი. მადლობა ყველაფრისთვის.მიყვარხარ, მამა”.

  • ხორხე მესიმ შვილის კარიერაში უდიდესი როლი შეასრულა. ის ლიონელ მესის აგენტი იყო და ფეხბურთელის პროფესიულ გზას ბავშვობიდანვე ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით კი მისი გლობალური ბრენდისა და ბიზნესსაქმიანობის განვითარებაშიც აქტიურად მონაწილეობდა.

წყარო