ავტორი:

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი გოგონას შეეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი გოგონას შეეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი ახალგაზრდა გოგონას შეეჯახა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, 16 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო, ამ დროისთვის მატარებელი ვეღარ გადაადგილდება, მგზავრები კი ვაგონებში რჩებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.