ავტორი:

"ალკოჰოლს დავუბრუნდი, გამოსავალს ვერ ვხედავდი, ტკივილისგან გათავისუფლება მინდოდა" - ბრედ პიტის გულწრფელი აღიარება

"ალკოჰოლს დავუბრუნდი, გამოსავალს ვერ ვხედავდი, ტკივილისგან გათავისუფლება მინდოდა" - ბრედ პიტის გულწრფელი აღიარება

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტი შვიდი წლის შემდეგ კვლავ ალკოჰოლის მიღებას დაუბრუნდა. ამის შესახებ მან Esquire-თან ინტერვიუში ისაუბრა.

  • "შვიდი წელი ფხიზელი ვიყავი. შემდეგ კი ისევ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი“, - განაცხადა 62 წლის მსახიობმა.

ინტერვიუში პიტმა ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კარიერული წარმატება და ფინანსური შესაძლებლობები აქვს, მძიმე პირადმა გამოცდილებამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

მსახიობმა აღიარა, რომ იყო პერიოდი, როდესაც ემოციური ტკივილი იმდენად ძლიერი გახდა, რომ გამოსავალს ვეღარ ხედავდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს დიდხანს არ გაგრძელდა და საბოლოოდ, გადარჩენის ინსტინქტმა გაიმარჯვა.

  • "უბრალოდ გამოსავალს ვერ ვხედავდი. ტკივილი იმდენად დამთრგუნველი იყო, რომ თითქოს ყველაფერი გაჩერდა. მაშინ გავიფიქრე - ახლა მესმის, რას ნიშნავს თვითმკვლელობაზე ფიქრი. ეს უბრალოდ ტკივილისგან გათავისუფლების სურვილია“, - ამბობს პიტი.

მსახიობმა მძიმე პერიოდზე საუბრისას კონკრეტულად არ დაასახელა ადამიანი ან მოვლენა, რის გამოც ის ასეთ მდგომარეობამდე მივიდა, თუმცა აღნიშნა, რომ საქმე "ოჯახურ საკითხებს“ ეხებოდა.

  • ცნობილი ვარსკვლავური წყვილი, ბრედ პიტი და და ანჯელინა ჯოლი 2016 წელს დაშორდნენ. მათი განქორწინება ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და ხმაურიან სამართლებრივ დავად იქცა.

ინტერვიუში პიტმა მწუხარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მძიმე გამოცდილება ადამიანს სამუდამოდ ცვლის.

"მწუხარება, თუ მას გადაიტან, ღრმა ორმოს ტოვებს, მაგრამ ასევე ღრმა სილამაზესაც. ეს მტკივნეული სილამაზეა, მაგრამ მაინც სილამაზეა“, - თქვა მსახიობმა.

წყარო