12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა, მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ტრაგიკული ამბის რა დეტალები ხდება ცნობილი?

12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა, მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ტრაგიკული ამბის რა დეტალები ხდება ცნობილი?

ფონიჭალაში, 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

შემთხვევა 12 აგვისტოს მოხდა.

როგორც Ambebi.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.