“15 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება” - გზების დეპარტამენტი

“15 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება” - გზების დეპარტამენტი

15 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპნის გზით.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ26-კმ50 მონაკვეთის (სექცია 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დილის 09:00 სთ-იდან 4 სექტემბრის ჩათვლით.

მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპნის გზით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.