გაგრის რაიონში მამაკაცის ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს — ვინ არის გარდაცვლილი, რომელსაც მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება?

გაგრის რაიონში მამაკაცის ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს  — ვინ არის გარდაცვლილი, რომელსაც მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება?

13 აგვისტოს დილით, გაგრის რაიონის სოფელ ფსახარაში, საკუთარი სახლის ეზოში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მას მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდა.

ამის შესახებ აფხაზური სააგენტო „Апсныпресс“ ე.წ. გაგრის რაიონის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

გარდაცვლილი რუსლან ალექსეევიჩ ძიაფშ-იპაა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვის მუხლებით აღიძრა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. სამართალდამცველები დანაშაულის ყველა გარემოებას ადგენენ, ასევე მიმდინარეობს დამნაშავის იდენტიფიცირებისა და დაკავების ღონისძიებები.