15 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.