ავტორი:

დაღუპული და დაშავებულები - რუსულმა ძალებმა კრამატორსკი დაბომბეს

დაღუპული და დაშავებულები - რუსულმა ძალებმა კრამატორსკი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის თემსა და სოფელ ბელენკოეს შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე, დაყრდნობით ავრცელებს.

ფილაშკინის თქმით, დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. „რუსულმა ძალებმა კრამატორსკსა და ბელენკოეზე რვა თავდასხმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, მტერმა საჰაერო ბომბები გამოიყენა“, - აღნიშნა ფილაშკინმა. მისი განცხადებით, ზარალის შესახებ ინფორმაციას ზუსტდება.