უკვე რამდენიმე წელია, ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა ესპანეთში ცხოვრობენ. მომღერალი აქტიურად მართავს მსოფლიო ტურნეებს, თუმცა რუსეთში კონცერტებზე აღარ გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ალბინას მუსიკალური კარიერა შედარებით პასიურ ფაზაში გადავიდა, 61 წლის მელაძის გამოსვლები სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
წყვილი თავს უფლებას აძლევს, საკმაოდ ფუფუნებით იცხოვროს - ცოტა ხნის წინ მათ საფრანგეთსა და ავსტრიაში დაისვენეს, რაშიც, მედიის ცნობით, დაახლოებით 8 მილიონი რუბლი (96 300 აშშ დოლარი) დახარჯეს.
კურშეველის ფუფუნება და ვენის პრემიუმ-სასტუმრო
ვარსკვლავურმა ოჯახმა პირველი გაჩერება საფრანგეთის ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე, კურშეველში გააკეთა. მელაძემ მეუღლესთან, შვილებთან (კოსტიასთან, ლუკასთან, აგატასთან) და ძიძასთან ერთად ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 9 დღე გაატარა. პანორამული ხედები ალპებზე, პირადი ტერასები და პირდაპირი გასასვლელი სათხილამურო ტრასებზე წყვილს დაახლოებით 6 მილიონი რუბლი დაუჯდა - წერს რუსული მედია.
კურშეველის შემდეგ, ოთხი კვირის ინტერვალით, ოჯახი პირველი კლასით ვენაში გაფრინდა. ავსტრიის დედაქალაქში ისინი პრემიუმ-კლასის სასტუმროში დაბინავდნენ, სადაც მათ განკარგულებაში იყო SPA-ცენტრი, სახურავზე განთავსებული რესტორანი ავსტრიული სამზარეულოთი, ბარით და სავარჯიშო დარბაზი.
ჭორები და ოჯახური იდილია
მიუხედავად იმისა, რომ მედიაში პერიოდულად ვრცელდება ხმები წყვილის შესაძლო დაშორებისა თუ მელაძის „ახალი მუზის“ შესახებ, ალბინა ჯანაბაევა მსგავს ჭორებს უარყოფს და სოციალურ ქსელებში ოჯახურ იდილიას უსვამს ხაზს.
შეგახსენებთ, რომ მათი რომანი 2000-იან წლებში დაიწყო, როდესაც ვალერი ჯერ კიდევ ირინა მალუხინაზე იყო დაქორწინებული. ღალატის დეტალების გასაჯაროების შემდეგ, ალბინას საზოგადოების მხრიდან სერიოზული კრიტიკა და სიძულვილის ტალღა დაატყდა თავს.
"იყო მომენტები, როცა სახლიდან გამოსვლაც კი არ მინდოდა. იმ პერიოდში აღმომაჩნდა თვისებები, რომლებიც ამ ყველაფრის გადალახვაში დამეხმარა. ახლა არ ვარ დარწმუნებული, რომ იმავეს შეძლებდი. ვალერისთან სხვადასხვა პერიოდში მქონდა მძიმე მომენტები... დავშორებულვართ კიდეც და ისევ შევრიგებულვართ.
ვამაყობ, რომ დღეს ამ დონემდე მივედით - ჩვენი შვილები ხედავენ ჩვენს ურთიერთობას და ამით ამაყობენ. ისინი სწორ ოჯახში იზრდებიან, სადაც მამას უყვარს დედა, პატივს სცემს მას და ეს ორმხრივია. დიდი მიღწევაა, რომ ეს შევძელით“, - აღნიშნა ჯანაბაევამ ერთ-ერთ ინტერვიუში.