ომის დასრულების შემდეგ გარკვეული დრო მჭირდება, რომ დრო ოჯახთან და ზღვასთან ერთად გავატარო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, სურს თუ არა ომის შემდეგ უბრალოს პლაჟზე დაჯდეს და ლუდი დალიოს.
"მენატრება, რა თქმა უნდა, მენატრებიან ისინი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეუბნები მათ, რამდენად მიყვარს ისინი. გრძნობ, ფიზიკურად გჭირდება მათი ჩახუტება. ეს უზარმაზარი მხარდაჭერაა, უზარმაზარი ენერგეტიკული მხარდაჭერა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, აწუხებს თუ არა ის, რომ ომის შემდეგ შეიძლება უკრაინის პოლიტიკურ სამყაროში "გაიჭედოს“, ზელენსკიმ უპასუხა : "ზღვას ვერავინ წამართმევს. მე მისთვის ვიბრძოლებ“.