ავტორი:

"არაფერი გვჭირს არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი, მითუმეტეს, ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება" - ნინო სუხიშვილი მიმართვას აქვეყნებს

"არაფერი გვჭირს არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი, მითუმეტეს, ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება" - ნინო სუხიშვილი მიმართვას აქვეყნებს

"ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი, მითუმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება" - ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დირექტორმა და ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

ნინო სუხიშვილმა შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"მინდა გამოვეხმაურო, ბოლო დღეებში ჩვენ გარშემო ატეხილ ამბებს, აჟიოტაჟს, რომელიც მოყვა რამდენიმე გამონათქვამს, დაწერილ კომენტარს, ტროლის, ბოტის, თუ ვიღაცის დაკვეთით ნათქვამს, რაც მიმაჩნია, რომ არ არის ყურადღებამისაქცევი.

მიჩვეულები ვართ, წლების განმავლობაში, არაერთი ბრალდება გამოთქმულა ჩვენს მიმართ, უსაფუძვლო ბრალდება, თუნდაც გავიხსენებდი 26 მაისს რუსთაველზე თითქოს ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, ან თუნდაც ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩვენ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და კიდევ ბევრი სხვა.

არასდროს მიგვიქცევია და არც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი, მითუმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება.

ასევე, მინდა, ვახსენო პეტიცია, დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურა ამ ჩვენს გარშემო შექმნილ მოვლენებს, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, თუმცა, ვთვლი, რომ ესეც არ არის საჭირო. ამაზე უფრო გავამწვავებთ, ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას ქვეყანაში. კიდევ უფრო დავძაბავთ აზრთა სხვადასხვაობას, კიდევ უფრო ზედმეტად მოყვება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ნამდვილად არ მოგვწონს ეს ჩვენ.

ამიტომ, ვთვლი, რომ არ არის საჭირო ამის გაბუქება, მე მჯერა ჩემი ხალხის და დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ჩვენი წარმატების გაზიარებისთვის, ამ დამოკიდებულებისთვის. უღრმესი მადლობა ყველას, ამ სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველ წუთს, დარბაზში, კონცერტზე, ქუჩაში, მაღაზიაში თუ ყველგან. ამაზე დიდი ჯილდო ადამიანისთვის არ არსებობს, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ყველა ძალიან გვიყვარხართ, განურჩევლად, რა აზრისაც არ უნდა იყოთ".

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F1527186705336418%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

  • შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ასეთი განცხადება გააკეთა: “გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ, მათ შორის არიან “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე”.