"გვაქვს ეჭვი, რომ დიდი კორუფციული სქემით საწვავი რუსულ არმიასა და ბაზარს ადგება - ინფანტილიზმია ფიქრი იმისა, რომ ვინმე იქ რამეს მოახმარს გალის ქართველებს" - თაზო დათუნაშვილი

"გვაქვს ეჭვი, რომ დიდი კორუფციული სქემით საწვავი რუსულ არმიასა და ბაზარს ადგება - ინფანტილიზმია ფიქრი იმისა, რომ ვინმე იქ რამეს მოახმარს გალის ქართველებს" - თაზო დათუნაშვილი

"სად მიდის რეალურად საწვავი? - ეს ყველაფერი არის უდიდესი კორუფციული სქემა, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები უზომოდ დიდ ფულს შოულობენ და მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრები მდიდრდებიან," - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვვას, ვის ხმარდება საწვავი - გალელ ქართველებს თუ რუსულ ბაზარს.

დათუნაშვილი პროცესს „კორუფციულ სქემას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ილუზიაა იმაზე ფიქრი, თითქოს რესურსი გალში მცხოვრებ ქართველებს ხმარდება.

"რა კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები და ამისთვის საჭიროა სრული გამჭვირვალობა მთელ პროცესში. ვინ არიან შემსყიდველები? რა წარმომავლობის საწვავზეა საუბარი? როგორ მოხდა ანგარიშსწორება? რა ვალუტაში? რა ბანკების საშუალებით? პირველ რიგში, ამ კითხვებს თუ პასუხი არ გაეცემა, არცერთი ეჭვი მოხსნილი არ იქნება. ეჭვი, რომ ეს ყველაფერი არის უდიდესი კორუფციული სქემა, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები უზომოდ დიდ ფულს შოულობენ და მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრები მდიდრდებიან. მეორე, სად მიდის რეალურად ეს საწვავი? ემსახურება გალის ქართველების ბენზინით მომარაგებას თუ რუსეთის არმიასა და უმძიმეს საწვავის კრიზისში მყოფი რუსეთის საცალო ბაზარს? ეს საწვავი ვერ დაფარავს ამ ბაზარს, მაგრამ არის თუ არა ამ ბაზრისთვის განკუთვნილი. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის დიდი კორუფციული სქემა, რომელიც ადგება რუსულ არმიასა და რუსულ ბაზარს. არაფერ შუაშია აქ აფხაზეთი და ინფანტილიზმია ფიქრი იმისა, რომ ვინმე იქ რამეს მოახმარს გალის ქართველებს, რადგან მათ უმძიმეს პირობებში ამყოფებენ. დღეს გალში ქართველები ფაქტობრივად აპარტეიდში ცხოვრობენ“ - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.