გასულ ოთხშაბათს დილით, ადამიანები ნიუ-ჯერსის სანაპიროზე საიდუმლოებით მოცული შემთხვევის მოწმენი გახდნენ, ქვიშაზე 30-მდე მკვდარი ზვიგენის (Dogfish shark) დანახვამ ადგილობრივები შოკში ჩააგდო. ABC-ის ცნობით, საზღვაო მტაცებლების “საფლავი“ Sea Isle City სანაპირო ზოლში გაჩნდა.


“მომხდარის რამდენიმე ვერსია არსებობს, შესაძლოა წყალში რაღაც იყო, რამაც მათი დაავადება და სიკვდილი გამოიწვია, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, დიდი ალბათობით ზვიგენები, რომლებიც ჩვეულებრივ 3.5-დან 10 კილოგრამამდე იწონიან, დიდი ალბათობით, მეთევზეებმა დაიჭირეს და მოგვიანებით ისევ ოკეანეში გადაყარეს.“ განუცხადა სტოქტონის უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერმა, სტივენ ნაგიევიჩმა.

მათი სიმრავლის გამო, მეთევზეები ამ ზვიგენებს ხშირად “უვარგის თევზს“ უწოდებენ, რადგან ისინი იმ სატყუარას ჭამენ, რომელიც სხვა სახეობებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, წლების განმავლობაში, კომერციული და მოყვარული მეთევზეების ბადეებში შემთხვევით მოხვედრის გამო, სახეობის ზოგიერთი პოპულაცია მნიშვნელოვანდ შემცირდა.