ავტორი:

ვაშინგტონში მდებარე მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ვანდალებმა დააზიანეს

ვაშინგტონში მდებარე მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ვანდალებმა დააზიანეს

ვაშინგტონში, “ეროვნულ მოლზე“ მდებარე მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გასულ ხუთშაბათს ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა: მას ვარდისფერი საღებავი შეასხეს, ხოლო შადრევანში მოგვიანებით საპნის ქაფი აღმოაჩინეს. ეს აშშ -ის დედაქალაქში ცნობილი მონუმენტების შეურაცხყოფის კიდევ ერთი შემთხვევაა.

ინციდენტის შემდეგ აშშ-ის პოლიციამ ტერიტორია გადაკეტა.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტიც გამოეხმაურა.

“ჩვენი ულამაზესი მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ვანდალებმა საღებავებით შეურაცხყვეს. იმ ამერიკელი გმირების მიმართ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ, ამაზე დიდი შეურაცხყოფა ვერ იარსებებს, ჯერ ლინკოლნის მემორიალის სარკისებური აუზი იყო, ეხლა ეს - საიდან ჩნდებიან ეს ცხოველები?“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში

მემორიალი იმ 400 000-ზე მეტ ამერიკელს მიაგებს პატივს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ.

პოლიციასა და ეროვნული პარკების სამსახურის მიერ სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

წყარო