ფოტოჟურნალისტი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში არაერთ მედიასაშუალების კორესპონდენტი იყო, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე 34 წელი იმუშავა. ასევე მუშაობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ჟურნალისტის რანგში. იყო დიპლომატიურ სამსახურში - საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი თურქეთში.