რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ხალხი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დრონის ნამსხვრევები მაშველებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც დაუყოვნებლივ დარეკეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები, ჟანდარმები და კონსტანტას ოლქის საგანგებო სიტუაციების ინსპექციის თანამშრომლები.
შემოწმების დასრულებამდე ადგილიდან ტურისტების ევაკუაცია მოხდა.
ამ დროისთვის არაფერია ცნობილი დრონის ნამსხვრევების წარმოშობის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, შავი ზღვის ტალღებმა სანაპიროზე გამოიტანეს.