საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ოჯახში მნიშვნელოვანი სიახლეა - მისი უმცროსი ქალიშვილი, ანჩო ჟვანია დაქორწინდა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიასა და ნინო ქადაგიძე-ჟვანიას სამი შვილი - ლიზა, ბუსა და ანჩო ჰყავთ. ოჯახი იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში, თუმცა მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სხვადასხვა წლებში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკვანძო პოსტებს იკავებდა: 1995-2001 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2003-2004 წლებში - სახელმწიფო მინისტრი, ხოლო 2004-2005 წლებში - პრემიერ-მინისტრი.