კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა ქორწილამდე ერთი დღით ადრე საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც მათი ქონების განაწილების წესებს განსაზღვრავს.

თუმცა ცნობილი ხდება, რომ ქორწილამდე ერთი დღით ადრე, 10 აგვისტოს, რონალდუმ და ჯორჯინამ ლისაბონში ნოტარიუსთან საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ასლი მოგვიანებით პორტუგალიურმა გამოცემა Jornal de Notícias-მა გაავრცელა.
ხელშეკრულების მთავარი პირობა ქონების განცალკევებაა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ წყვილი მომავალში დაშორდება, ქორწინების პერიოდში დაგროვებული ქონება ავტომატურად 50/50-ზე არ გაიყოფა.

თითოეული მათგანი შეინარჩუნებს იმ ქონებას, რომელიც მის სახელზეა გაფორმებული ან თავად შეიძინა. საერთო საკუთრებად კი მხოლოდ ის აქტივები ჩაითვლება, რომლებიც ორივეს სახელზეა რეგისტრირებული.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულება ჯორჯინას ფინანსურ მომავალსაც ითვალისწინებს. პორტუგალიური მედიისა და Marca-ს ცნობით, მათი დაშორების შემთხვევაში, ჯორჯინა, სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიურად დაახლოებით 99 000 ევროს მიიღებს - ეს პირობა ჯორჯინასა და შვილების ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეთანხმდა. ასევე ირკვევა, რომ მადრიდის პრესტიჟულ ლა ფინკას რაიონში მდებარე, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების სახლი, შესაძლოა ჯორჯინას სახელზე იყოს გაფორმებული.
რაც შეეხება ქორწილს, ცერემონია იმდენად მცირე წრეში გაიმართა, რომ მას რონალდუს დედა, დოლორეს ავეიროც კი არ დასწრებია. სტუმრებს შორის მხოლოდ ოთხი მოწმე და წყვილის ხუთი შვილი იყო.