ძალიან მალე, ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის შტატის ნასაუს ოლქში, პოლიციის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, ამერიკელებს, რომლებსაც "ბენზინში ოდნავ მეტის გადახდა უწევთ, უნდა ახსოვდეთ, რომ ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ძალიან ბოროტ ქვეყანას ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს“.
"ამიტომ, როცა ოდნავ მეტის გადახდა გიწევთ და ახლა 4 დოლარს იხდით, ეს არაფერია. მე ბოდიშს არასდროს მოვიხდი. სწორად მოვიქეცი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.