წალენჯიხის არტ-მეურნეობაში არსებულ საცურაო აუზზე მოზარდებს შორის ცურვაში შეჯიბრი ჩატარდა.
ამ დროისთვის არტ-მეურნეობის საცურაო აუზზე პროფესიონალურ დონეზე ცურვას 15 წლამდე 120 მოზარდი უფასოდ სწავლობს, როგორც წალენჯიხიდან, ისე მეზობელი სოფლებიდან და ოკუპირებული რეგიონიდან.
წალენჯიხის არტ-მეურნეობაში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და სპორტული პროექტები უკვე 4 წელია მიმდინარეობს. მულტიკულტურული სივრცე წალენჯიხაში, მისი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის სოციალური და ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ყველა პროექტი არტ-მეურნეობაში ახალგაზრდებისთვის უფასოა.