12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს.
"თურქეთში ცხოვრების დროს გარდაცვლილი გიორგი დურული არაფერ კავშირშია ჩემთან ან გურიკას პოვნასთან. გთხოვთ პატივი ეცით გარდაცვლილის ოჯახს.
ჩემი ერთადერთი სურვილი შვილის პოვნაა, რაც არ უნდა ეცადოთ ჩემს გაშავებას. ღმერთი ხედავს, რომ მართალი ვარ! მე, პირადად ბოდიშს ვუხდი მის ოჯახს, იმის გამო რომ 12 წლის ტკივილს შეეხნენ," - წერს სოფო ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე, 12 წლის წინ ლომისობის დღესასწაულზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ის ქვემო მლეთაში გაუჩინარდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.