"კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის შხამი, შხამს ხომ არავინ ვასმევთ ბავშვებს?...შეიძლება ლეტალური შედეგიც დადგეს" - ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

"კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის შხამი, შხამს ხომ არავინ ვასმევთ ბავშვებს?...შეიძლება ლეტალური შედეგიც დადგეს" - ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

"სახლის პირობებში ტილები როგორ უნდა მოვიშოროთ? 15 წლისაა და ტილები ჰყავს და აფთიაქის გარეშე თუ შეიძლება როგორმე ვუშველოთ? - სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შეხვდებით. დედების მთავარი კითხვაა, როგორ და რა გზით მოაშორონ შვილებს ტილები. რჩევები განსხვავებულია. მშობლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ხშირად შეხვდებით ისეთ რჩევებს, სადაც დედები ცხოველებისთის განკუთვნილ რწყილების წამალს „ბარსის“ გამოყენებას ურჩევენ.

დერმატო-ვენეროლოგის, სოსო კობახიძის თქმით, ამ პრეპარატის ბავშვებზე გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. არ არის გამორიცხული ლეტალური შედეგი დადგეს.

"ეს წვეთები განსაზღვრულია არა ტილის საწინააღმდეგოდ, რომელიც თავზე ზოგჯერ გვხვდება ბავშებში, არამედ ტკიპების საწინააღმდეგ და სხვა ფეხსახსრიანებისთის, რომლებიც ბუდობენ ცხოველებში. ეს შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანებისთვის არ არის განსაზღვრული. ეს არის შხამი, როემლიც სპობს ამ ორგანიზმებს. შხამს ხომ არავინ ვასმევთ ბავშებს?! რა მნიშვნელობა აქვს პირიდან მიიღებს, ნემსის სახით თუ კანიდან შეიწოვება? თუ მოხდა შხამის დიდი რაოდენობით შეწოვა მოხდება ინტოქსიკაცია, რომელიც მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს," - ამბობს სოსო კობახიძე.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/fByg4jx4vkw?si=2wNCqDpJwDTA2qdn" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>