ბათუმში, ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს

ბათუმში, ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით, ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.

  • ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ამ ეტაპზე უცნობია, აღენიშნებოდა თუ არა გარდაცვლილს ძალადობის კვალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.