ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობა 47-მდე, დაშავებულების კი - 13-მდე. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
5 000-ზე მეტი ადამიანი საევაკუაციო თავშესაფრებში რჩება.
შეგახსენებთ, ინდონეზიაში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის (აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარა) ფლორესის რეგიონში მოხდა.