სად და როდის დაკრძალავენ ბადრი ვადაჭკორიას? - ოჯახი განცხადებას ავრცელებს

სად და როდის დაკრძალავენ ბადრი ვადაჭკორიას? - ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახი ავრცელებს.

  • რაც შეეხება პანაშვიდებს, 16 და 17 აგვისტოს, 17:00 საათიდან ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში გაიმართება.

"ბადრი ვადაჭკორიას პანაშვიდები გაიმართება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში (ჭავჭავაძის 33, მე-9 საავადმყოფოს ეზო) 16 და 17 აგვისტოს 17:00 საათიდან. გამოსვენება - 18 აგვისტოს 14:00 საათზე. დაკრძალვა - საბურთალოს სასაფლაოზე"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად. 1998-2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და "ახალი ქართული გაზეთის" საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 1994-1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში(თურქეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი). არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი, 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. ბადრი ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მსოფლიოს მრავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში, ასტანაში, მეხიკოში, ათენში და სხვ.