როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული.

  • ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"16-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.