„არსებული დისკომფორტის მიუხედავად, ვიზიტორები ნამდვილად არ აკლია დღეს ბაკურიანს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, ეკა ორჯონიკიძემ განაცხადა.
როგორც ეკა ოჯრონიკიძე აცხადებს, დამსვენებლებს შორის ჭარბობენ საქართველოს მოქალაქეები და აღმოსავლეთის ქვეყნების ვიზიტორები, ხოლო ევროპელი ტურისტების წილი შედარებით დაბალია.
„ვიზიტორების კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ წინა წლებში უფრო მეტი დამსვენებელი იყო. თუმცა, დიდ სასტუმროებზე თუ ვისაუბრებთ, ახლაც რომ დავრეკოთ დიდ სასტუმროებში, ყველა ნომერი დაჯავშნილია ან დაკავებულია. ამ კუთხით თუ შევხედავთ, არსებული დისკომფორტის მიუხედავად, ვიზიტორები ნამდვილად არ აკლია დღეს ბაკურიანს. განაგრძეთ კითხვა>>>