"მე და ჩემი შეყვარებული დაახლოებით, წელიწად-ნახევარია ერთად ვართ" - რას ჰყვება ევა ბარბაქაძე რჩეულის შესახებ?

"მე და ჩემი შეყვარებული დაახლოებით, წელიწად-ნახევარია ერთად ვართ" - რას ჰყვება ევა ბარბაქაძე რჩეულის შესახებ?

"მე და ჩემი შეყვარებული დაახლოებით წელიწად-ნახევარია ერთად ვართ" - ამის შესახებ ცნობილი მოდელისა და სექსსიმბოლოს, შორენა ბეგაშვილის ერთადერთმა ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ "მადისაღმძვრელ პოდკასტში" ისაუბრა.

  • როგორც ევა ამბობს, მის რჩეულთან ბავშვობიდან მეგობრობს.

"მე და ჩემი შეყვარებული დაახლოებით წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 8 თუ 9 წელი. ბავშვობიდან მეგობრები ვიყავით…

არ მეგონა, მაგრამ თურმე ასეთი ურთიერთობა ძალიან ძვირფასი ყოფილა, როცა მეგობრობიდან ასეთ ურთიერთობაში გადადიხარ"- თქვა ევა ბარბაქაძემ.

  • წამყვანის კითხვაზე, თუ რა არის მისთვის სასიყვარულო ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ამბობს, რომ ურთიერთობაში ზრუნვა და გათვალისწინებაა მთავარი.

"ჩემი შეყვარებულისგანაც ამას ვგრძნობ - მარტო ზრუნვას და გათვალისწინებას. ეს ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ ამდენი ხანია მიცნობს. ვხედავ, რომ მთლიანად მიცნობს როგორიც ვარ, ძალიან ღრმად - ყველაფერი იცის, რა გამიხარდება და რა მესიამოვნება. ყველაზე მეტად ეს ამყარებს ურთიერთობას" - ამბობს ევა ბარბაქაძე.

  • ცნობისთვის, ევამ თავისი რჩეულის ფოტო 10 ივლისს, დედის გრანდიოზულ დაბადების დღეზე გადაღებულ კადრებს შორის გამოაქვეყნა.