ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში, კარაჯში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ოფიცრების განზრახ დაშავებაში იყო ბრალდებული. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ცნობებით, შედეგად შვიდი ოფიცერი დაშავდა, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, სამი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.
სასამართლომ სიკვდილით დასჯის გარდა ბრალდებულის აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო „ირანის ჯაშუშობის შესახებ“ კანონის საფუძველზე - „ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მტრულად განწყობილი დაჯგუფებების სასარგებლოდ განხორციელებული ოპერატიული მოქმედების გამო“.
განაჩენი კვირას დილით ადრე აღსრულდა.