უკრაინამ უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ათი უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს იყო კომპანიის ყველაზე დიდი საწყობი ფართობის მიხედვით - დაახლოებით 250 000 კვადრატული მეტრი.
ღამის თავდასხმის შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა დომოდედოვოს საწყობმაც.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში დრონით თავდასხმის შედეგად Wildberries-ის უდიდეს საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.