"ნუ მივატოვებთ ჩემს ნიაკოს შუა გზაში! გთხოვთ, დამეხმარეთ... ხარჯებს, რაც გოგონებს სჭირდებათ, ფიზიკურად მარტო ვერ ვუმკლავდები" - უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული დების დედა მიმართვას ავრცელებს

"ნუ მივატოვებთ ჩემს ნიაკოს შუა გზაში! გთხოვთ, დამეხმარეთ... ხარჯებს, რაც გოგონებს სჭირდებათ, ფიზიკურად მარტო ვერ ვუმკლავდები" - უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული დების დედა მიმართვას ავრცელებს

2024 წლის ოქტომბერში უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული დები, ნიაკო და თათული ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში არიან.

დედა, სოფიო ხარშილაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს ფინანსური დახმარების თხოვნით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 4.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში, მანქანით ნიაკოს და თათულის დაეჯახა.

  • უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.

"ნიაკოსთვის თითო ლარიც კი მნიშვნელოვანიანია. მისთვის არ შეიძლება არც რებილიტაციის, არც მკურნალობის, არც სპეციალური კვების შეწყვეტა. მინიმალური დახმარებაც კი მნიშვნელოვანია!

ნუ მივატოვებთ ჩემს ნიაკოს შუა გზაში და კიდევ ერთხელ გთხოვთ დამხარებას ყველას. გთხოვთ, ვისაც სურვილი გაქვთ, დამეხმარეთ, რადგან ფინანსურ ხარჯებს, რაც გოგონებს სჭირდებათ, ფიზიკურად მარტო ვერ ვუმკლავდები.

უმორჩილესად გთხოვთ საზოგადოებას, ვისაც გსურთ დახმარება და რისი საშუალებაც გვაქვთ!

მზის გოგონებს ანგარიშის ნომრები:

პირადი ნომერი:

#26001036554 (ი.ს)

BOG (საქართველო) ანგარიში:

#GE20BG0000000605380748

TBC (თიბისი) ანგარიში:

#GE88TB7011845064300097

დანიშნულებაში ჩაწერეთ: #მზისგოგონებს

PayPal/Wise: Imeda.sulaberidze@ciu.edu.g" - ნათქვამია სოფიო ხარშილაძის მიმართვაში.