საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ გასვლაზე "ლანსთან“ 0:1 დამარცხდა.
პსჟ თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, კვარაცხელიამ სამჯერ დაარტყა - ორჯერ მეკარე რისერმა მოიგერია, ერთხელ მიზანს ააცილა. "ლანსმა" კი პირველივე მომენტი გამოიყენა - საფონოვის კარი ტოვენმა დალაშქრა. 39-ე წუთზე აკლიუშთან უხეშობისთვის მსაჯმა მცველი ანტონიო გააძევა და "ლანსი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ბოლოს დუემ ბურთი ხარიხას გაარტყა და პირველი ტაიმი დასრულდა.
დარჩენილ დროში ფაბიანის გატანილი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, დემბელემ სამი მეტრიდან ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. 87-ე წუთზე მენდეშმა სკურასს იდაყვი ჩაარტყა, მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა და პარიზულმა გუნდმა მარცხი განიცადა. (sportall.ge)
flashscore-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ამ მატჩში 6,9 ქულით შეფასდა.