ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი 40 წლის მამაკაცს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.