ავტორი:

"დათბება, არ შეგეშინდეთ... ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს" - რას ამბობს სინოპტიკოსი აგვისტოს სიცივეებზე და როდის გამოიდარებს საქართველოში?

"დათბება, არ შეგეშინდეთ... ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს" - რას ამბობს სინოპტიკოსი აგვისტოს სიცივეებზე და როდის გამოიდარებს საქართველოში?

ბოლო დღეების გრილი და წვიმიანი ამინდების შემდეგ, საქართველოში ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს. რამდენად ნორმალურია ასეთი გრილი აგვისტო და როდიდან დაბრუნდება მზიანი დღეები? გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსი ნინო წვერავა უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზსა და მოსალოდნელ ცვლილებებზე AMBEBI.GE-სთან საუბრობს.

ნინო წვერავა:

- დღეიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს, უკეთესი ამინდი გამოვა, აღარ იქნება სიგრილე. ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს. დასავლეთში დღეს და ხვალ წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

დასავლეთში სამი დღის განმავლობაში 33 გრადუსამდე გაიზრდება ტემპერატურა, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 34 გრადუსამდე. ხვალ თბილისში 31 გრადუსი იქნება. ზეგ და მაზეგ 32-33 გრადუსი. თუმცა მაინც შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა თბილისში ღამისა და საღამოს საათებში. ამხელა სიგრილის შემდეგ, რომ დათბება, არის შანსი იწვიმოს. ოღონდ ხანმოკლე ხასიათის, უცებ რომ იწვიმებს და მალე გადაიღებს.

- ასეთი ცივი დღეები ზაფხულში, რამდენად ნორმალურია?

- რამე კონკრეტული და საგანგაშო არ ხდება. ყოფილა ასეთი ამინდები, უბრალოდ ბოლო წლებში არა და ამიტომ არ გვახსოვს. განსაკუთრებული ის არის, რომ ბოლო პერიოდის აგვისტო არავის ახსოვს ასეთი, მაგრამ სენსაციური არაფერი ხდება. ასე რომ დათბება, არ შეგეშინდეთ. დღეს უკვე 25-28 გრადუსამდე გაიზრდება ტემპერატურა და მზეც გამოვა.