ავტორი:

გურჯაანში 60 წლის კაცი მიწისქვეშა წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და გარდაიცვალა

გურჯაანში 60 წლის კაცი მიწისქვეშა წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და გარდაიცვალა

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა.

ფაქტი ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მამაკაცი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა.

თვითმხილველების თქმით, ბეტონის საფარი ამორტიზებული იყო, სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩატყდა.მომხდარი ტრაგედიის გამო, ადგილობრივები შესაბამის უწყებებს მიმართავენ და პასუხისმგებლობას აკისრებენ.